"Инновация отличает лидера от догоняющего"

Стив Джобс

მოხალისეებისთვის

მოხალისეობა

მოხალისეობა სახალისო საქმიანობაა, რომელიც ემსახურება თქვენი თავისუფალი დროისა და ნიჭის საზოგადოებრივი საქმიანობის სასარგებლოდგამოყენებას საერთო ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად.მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ მებაღეობა შეგიძლიათმოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობა მიიღოთთქვენსსამეზობლოშიარსებული ბაღის გამწვანების პროცესში. მსახიობობა ან ხელოვანებაგიტაცებთ? მაშინ შეგიძლიათ შეზღუდული შესაძლებლობებისმქონებავშვებსჩაუტაროთ ხელოვნების გაკვეთილები. გიყვართ ხალხთანურთიერთობა? მაშინ ორგანიზება გაუკეთეთ სასკოლო ქორეოგრაფიულკონცერტს ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით. ხართ კარგიმზარეული? მაშინ მოამზადეთ კერძები უფროსი თაობის მეზობლებისთვის ანნათესავებისთვის, ან თუნდაც მოხუცებულთა თავშესაფრისთვის.მნიშვნელობა არა ქვს რა გიტაცებთ და გეხერხებათ, თქვენ შეგიძლიათ თქვენიდრო და ნიჭი  გამოიყენოთ თქვენი სკოლის და თქვენი სკოლის გარშემოარსებული თემის განვითარებისთვის, რომელიც იქნება საუკეთესო ადგილიცხოვრებისთვის, მუშაობისთვის და გართობისთვის
 
გინდა გახდე მოხალისე?

თუ გსურს მონაწილეობა მიიღო სათემო - მოხალისეობრივ ინიტიატივებში, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები გეგმავენ, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ და შეავსოთ ქვემოთ განთავსებული სააპლიკაციო ფორმა. აუცილებლად მიუთითეთ, თუ რა სფერო გაინტერესებთ და რა მიმართულებით გსურთ გახდეთ მოხალისე. მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებით ჩვენს მონაცემთა ბაზაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებებს იმ ორგანიზაციებიდან და ბიზნეს სტრუქტურებიდან, რომლებსაც სურვილი აქვთ გიმასპინძლონ, როგორც მოხალისეს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია რეგისტრირებულია მხოლოდ ჩვენს მონაცემთა ბაზაში და მისი გამოყენება არ ხდება საჯაროდ.  

ეძებთ მოხალისეს?

თუ თქვენ ხართ სკოლის, უნივერისტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სახელმწიფო ან კერძო კომპანიის წარმომადგენელი და ეძებთ მოხალისეს, გთხოვთ ამ ვებგვერდის მარჯვენა მხარეს ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მონიშნეთ ერთ-ერთი, ან თუნდაც რამოდენიმე, მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, თქვენი მოლოდინი მოხალისეების მიმართ და მოხალისეობრივი საქმიანობის მოკლე აღწერა. თქვენი მოთხოვნა დაეგზავნება ყველას, ვინც იქნება დარეგისტრირებული თითოეულ კატეგორიაში როგორც მოხალისე და დაინეტერსების შემთხვევაში პირადად დაგიკავშირდებიან.